2015 წლის 15-16 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი ჩინეთის მთავრობა იყო, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი. ფორუმში ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის დელეგაციები მონაწილეობდნენ, მათ შორის ვიცე-პრემიერები და მინისტრები, ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ოფიციალური მონაცემებით, ფორუმს 800-მდე დელეგატი ესწრებოდა.
დელეგაციის სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყო WT Group-ის სატრანსპორტო კომპანიამ, დღევანდელმა ვი თი სერვისმა.



