2014 წლის მაისში სამცხე-ჯავახეთს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 40-მდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ორდღიან ტურს მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა. ელჩების ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობდა.
სტუმრების სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყო WT Group-ის სატრანსპორტო კომპანიამ, დღევანდელმა ვი თი სერვისმა.


